ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო მსახურება გაიმართა
2022 წლის 23 აპრილს, ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიაში გაიმართა სააღდგომო – სადღესასწაულო მსახურება, სადაც მრევლმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა.ლიტანიობას, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.
ქართველი ემიგრანტის – თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია და ქართული კულტურის ცენტრი 2015 წელს გაიხსნა.ეკლესიაში, წირვა-ლოცვა სისტემატურად აღევლინება, სადღესასწაულო დღეებში აქ ჰოლანდიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებიც ჩადიან.