ნათია სვანიძე სტენფორდის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, ნათია სვანიძე სექტემბრიდან აშშ-ში აგრძელებს სწავლას. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნათიამ სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

სტენფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ნომერ პირველი სასწავლებელია ტენოლოგიური პროდუქტების მენეჯმენტისა და ზოგადად, ტექნოლოგიებისა თუ ტექსტარტაპების მიმართულებით. ამას უზრუნველყოფს სტენფორდის ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერიის სკოლა, მისი სიახლოვე Silicon Valley-სთან და ასევე, დიზაინის სკოლა, რომელიც Design Thinking-ის პროცესის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნათიას ინტერესის სფერო პროდუქტების დიზაინია და სწავლის დასრულების შემდეგ ტექნოლოგიური პროდუქტების მენეჯმენტის მიმართულებით აპირებს განვითარებას. სტენფორდის უნივერსიტეტიც სწორედ ამ ნიშნით შეარჩია.

ამჟამად, ნათია პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკის, “სფეისის” Tribe Lead-ია და მუშაობს სხვადასხვა FinTech პროდუქტის შექმნა-განვითარებაზე. ასევე, ნათია ქართული აქსესუარებისა და ტანსაცმლის ბრენდის, “ჯოვანი მორას” თანადამფუძნებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები