ირაკლი გუდავაძე კარიერას ამერიკის ავიახაზებში გააგრძელებს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ირაკლი გუდავაძე კარიერას გააგრძელებს ამერიკის ავიახაზებში ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ირაკლიმ წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტში და მოიპოვა დოქტორის ხარისხი. ირაკლი გუდავაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვებაა.
“მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს მტკიცე ფუნდამენტის შექმნისთვის, რისი წყალობითაც ოსტინის უნივერსიტეტში წარმატებული სამეცნიერო კარიერა მქონდა” – აცხადებს ირაკლი გუდავაძე.