,,ადამიანი თურმე ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ არ ავიწყდება ფესვები…“- ქართული კულტურის პატარა ელჩები გერმანიაში

ანა ჩოხელი 1998 წლიდან გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. პროფესიით თარჯიმანია, ძირითადად ეხმარება სოციალურად დაუცველელ ადამიანებს ქართულ-გერმანულ თარგმანში. ის ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული ქორეოგრაფიული სტუდიის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის “იბერიას” დამფუძნებელია.

ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი დაარსდა 2014 წელს ქალაქ ჰამბურგში. ცენტრი დღესაც აქტიურადაა ჩართული დიასპორულ საქმეებში. “იბერია” არა ერთხელ გახდა  ნაციონალური ცეკვების ჩემპიონი როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის მასშტაბით. მისი აღსაზრდელები ქართველებთან ერთად, უცხოელებიც არიან. მათ საქართველო შორიდან შეიყვარეს და ქართულ კულტურას მსოფლიოს სიხარულით აცნობენ.

პატარებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, ცოტა ხნის წინ უკრაინელი ბავშვების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. როგორ გაერთიანდენ უკრაინის მხარდასაჭერად და რას გეგმავენ სამომავლოდ ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები