ქართული კრივის ახალი ისტორია – 2 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოკრივეთა შორის და ბულგარეთის ქალაქ სოფიაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა.

გორ აივაზიანი 51 კგ წონით კატეგორიაში და დემურ ქაჯაია 63.5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

გორ აივაზიანმა ფინალურ ბრძოლაში ალბანელ მეტოქეს სძლია, დემურ ქაჯაიამ კი ფინალურ დაპირისპირებაში მოლდოველი იანუს კარავანი დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 6 მედლით დაბრუნდება:

🥇 გორ აივაზიანი – 51 კგ.

🥇 დემურ ქაჯაია – 63,5.

🥈 თათია ბუკია – 75 კგ.

🥉 თამარ სამელია – 48 კგ

🥉 გოჩა გორდულავა – 60 კგ.

🥉 საბა კვინიკაძე – 75 კგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები