როგორ შეეწინააღმდეგა ქართული ფიზიკა დიდ ნილს ბორს…

1961 წლის მაისში თბილისს ესტუმრნენ სახელგანთქმული ნილს ბორი მეუღლესთან, მარგარეტთან ერთად და ოგე ბორი (ნილს ბორის ვაჟი) ასევე მეუღლესთან, მარიეტასთან ერთად. ჩამოსული სტუმრები სადილზე ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახლში მიიპატიჟეს. გაუშალეს სუფრა, დაიწყო სადღეგრძელოები, ბორიც ადგა სადღეგრძელოს სათქმელად, თან ორივე ხელით მაგიდას ეყრდნობოდა, საუბრისას სულ მეტად და მეტად აწვებოდა. რაღაც მომენტში მაგიდამ ერთი მხრიდან აწევა დაიწყო, ჭურჭელი კი ნელ – ნელა ცურდებოდა. თურმე მაგიდა მხოლოდ ერთი მხრიდან გაუშლიათ, რომლის ბოლოში ელეფთერი და ბორი ისხდნენ. ელეფთერი მაგიდის მუშტებით გამაგრებას შეეცადა, ბორმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა და როგორც იქნა დაჯდა. ელეფთერმაც ამოიღო მაგიდის ქვემოდან დაძაბული, აკანკალებული ხელები, რომლითაც ბორის წონას 15-20 წუთის განმავლობაში აკავებდა.

მეორე დღეს უკვე შუამთაში ქეიფისას ელეფთერმა ერთ-ერთ სადღეგრძელოში თქვა:

– მეგობრებო! – ქართული ფიზიკა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მან უკვე შეძლო წარმატებით შეწინააღმდეგებოდა დიდ ნილს ბორს და გაეძლო მისი ზეწოლისთვის.

ბორმა გაოგნებულმა შეხედა: ეგ როდის იყოო?

– გუშინ, როდესაც სიტყვით გამოდიოდით მთელი სხეულის სიმძიმით აწვებოდით მაგიდას ზემოდან, მე კი გაშლილი მკლავებით ვამაგრებდი ქვემოდან.

ბორმა ამაზე გულიანად იცინა.

ნილს ბორი და ელეფთერ ანდრონიკაშვილი

 

📸 ფოტო ამბები • Photo Stories

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები