ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პირველივე ტურში ქართველმა მოზარდებმა გამარჯვება იზეიმეს

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე,  7, 9, 11, 13, 15, 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ევროპის სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.

ჩემპიონატზე მონაწილეობს 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელი.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე/30 წუთი პარტიის ბოლომდე/30წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

ქართველი მოზარდები შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში მონაწილეობენ:

U9 გოგონები – ბარბარე შონია; ბარბარე ჭიოკაძე

U11 გოგონები – ანასტასია ქუთათელაძე

U13 გოგონები – ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე;  მარიამ ცეცხლაძე

U9 ჭაბუკები – ნიკა წულაია

U11 ჭაბუკები – გაბრიელ გაბადაძე, დავით თათვიძე, დათა ყალაბეგაშვილი, გაგა გვასალია

U13 ჭაბუკები – ერეკლე ტაბატაძე.

„ჩემპიონატის პირველ ტურში ექვსივე გოგონამ გამარჯვება იზეიმა. ბარბარე შონიამ, ბარბარე ჭიოკაძემ, ანასტასია ქუთათელაძემ, ანასტასია კირთაძემ, კესარია მგელაძემ და მარიამ ცეცხლაძემ უშანსოდ დაამარცხეს მეტოქეები. ასევე წარმატებით დაიწყეს გამოსვლა ჭაბუკებმაც, პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვეს ერეკლე ტაბატაძემ, გაბრიელ გაბადაძემ, დავით თათვიძემ და გაგა გვასალიამ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონატი ქართველი ბავშვებისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირია „ცოცხალ“ ჭადრაკში ორწლიანი შესვენების  შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები