ჰააგის ფესტივალზე ორი ქართული ფილმი იყო წარდგენილი
20 აპრილს, ჰააგის კინოს სახლში „Filmhuis Den Haag”, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალის ორგანიზებით, ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების გაერთიანების და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ფესტივალის ENFF გახსნის ოფიციალური ცერემონია.
ფესტივალზე წარდგენილი იყო ორი ქართული ფილმი: ქეთევან მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი “მზიური“ და უტა ბერაიას ფილმი “უარყოფითი ციფრები“.
„ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია და საელჩოს თანამშრომლები. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია/დაგემოვნება.
ღონისძიება მოეწყო საქართველო ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობების ციკლის ფარგლებში“, – ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.