საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სრულ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და 4 მაისს გამართავენ საქველმოქმედო კონცერტს, რომლის რეპერტუარში  ქართველი და უკრაინელი კომპოზიტორების ნაწარმოებები იქნება.

„სცენაზე იხილავთ: კონსერვატორიის სტუდენტურ გუნდს, თბილისის ქალთა გუნდს და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს.

აგრეთვე, მოისმენთ მუსიკას არაერთი კამერული ანსამბლის შესრულებით და ვოკალურ – ინსტრუმენტულ მუსიკას, როგორც საორკესტრო, ასევე საფორტეპიანო თანხლებით.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება  ექნება  შეიძინოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები დარბაზის ფოიეში გამართულ გამოფენაზე.

ბილეთებისა და ნახატების გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილ ფონდს. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია!

ჩვენ ვგმობთ ომს, ძალადობას და უსამართლობას!“, – ნათქვამია კონსერვატორიის დიდი დარბაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები