ნანა ექვთიმიშვილის “მსხლების მინდორი” პორტუგალიურ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, პორტუგალიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Publicações Dom Quixote მიერ გამოიცა ნანა ექვთიმიშვილის ,,მსხლების მინდორი”. მთარგმნელი: მარია დე კარმო ფიგუეირა

მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის  რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.

წიგნის შესახებ: „ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლოს და ბოლოს, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები