1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა.ილუსტრაციები და ინფორმაცია თეატრის საზეიმო გახსნის შესახებ ფრანგულმა ჟურნალმა L’Illustration Journal Universel 1851 წლის 25 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდა.
თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, მდებარეობდა თბილისში, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა. სამწუხაროდ, შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი