,,ბევრს შეუძლია იგივე გააკეთოს“- ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად. დავით მრელაშვილს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრი არ უფიქრია, პირველივე დღეებში გაემგზავრა პოლონეთში დაზარალებულების დასახმარებლად. მან ადგილზე დრონები და პირველადი დახმარების კომპლექტი ჩაიტანა. ცოტა ხნის წინ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასმელი წყლის ფილტრები გააგზავნა ქალაქებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ქართველი ექიმი უკრაინის დასახმარებლად აქტივობებს კვლავ განაგრძობს. უფრო მეტს ინტერვიუდან შეიტყობთ. ის ვიდეობლოგის სტუმარია.
დავით მრელაშვილი ამერიკაში ტელენევროლოგიითაა დაკავებული. საქართველოში მიღებული განათლების შემდეგ, აშშ-ში ექიმის სალიცენზიო გამოცდები ჩააბარა, რეზიდენტურა კი ემორისა და ვანდერბილტის უნივერსიტეტებში გაიარა. დღეს შტატების სხვადასხვა კლინიკაში უამრავი პაციენტი ჰყავს და წარმატებით საქმიანობს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"