8 – 15 აპრილს მალტაზე ქართული კულტურის დღეები გაიმართება

8-15 აპრილს, კუნძულ მალტაზე, „GCC – MALTA„ ორგანიზებით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და Malta Tourism Authority – ის თანადგომით, მალტის ქართული კულტურის ცენტრი წარადგენს სხვადასხვა მიმართულების პროექტებს: საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის წარმომადგენლების, ქართველი პოეტების შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან; ქართველი და მალტელი მხატვრების/ხელოვანების ერთობლივი გამოფენა (ივანე კეზუა, თეა ჯაფარიძე, ნინო დარჩიაშვილი,ნინო ჭეიშვილი, შოთა მაღლაკელიძე ); ქართული & მალტური არქიტექტურა/პრეზენტაცია; ქართული პროდუქციის წარდგენა/ღვინის პრეზენტაცია; ინფორმაციას მალტის კულტურის ცენტრის “ვიპიარ ჯგუფის” ხელმძღვანელი ირინა ცერცვაძე ავრცელებს.

საქართველოს ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია; მუსიკალური პერფომანსები; პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მალტის მუნიციპალიტეტში და დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება; „EUROART 2022„ ლოკაციების დათვალიერება/გაცნობა.პირველად, მალტის ტელესივრცეში მოხდება საქართველოს წარდგენა:საქართველოს ტურისტული მარშრუტებისა და ღვინის პრეზენტაცია; პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია: VIPR/ვიპიარ ჯგუფი, საქართველოს მწერალთა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები