” სალამი – ეს განადგურებული, მაგრამ მაინც ცოცხალი სახლი აფხაზეთშია.უკვე 1 წელია ვამზადებ დიორამას, მინდოდა ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა და ამ გზით გამომეთქვა პროტესტი დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით..ვახსოვდეს რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი ოკუპანტია ! სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის მეპატრონე, თუ გამოჩნდება ვაჩუქებ ნამუშევარს” წერს თამუნა იანვარაშვილი სოციალურ ქსელში – ის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ ნივთებს, ხის ტოტებისგან, სხვადასხვა მცენარეების ნაყოფებისგან და ბუნებრივი მასალებისგან მინიატურის სახით ქმნის.
“აფხაზეთში კი, ალბათ ყველა სახლი ასეთი ლამაზი და სევდიანია.”