ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – 9 აპრილიდან ჩეხეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება

2022 წლის 9 აპრილიდან ძალაში შევიდა ჩეხეთის მთავრობის დადგენილება პანდემიისგან დაცვის გარკვეული ზომების შეწყვეტის შესახებ, რითაც გაუქმდა ჩეხეთის მთავრობის დადგენილება ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის მდგომარეობის პერიოდში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ მოეთხოვებათ  სპეციალური ფორმის შევსება, ან კოვიდვაქცინაციის სერტიფიკატების წარდგენა.

საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ოდენობის თანხა ჩეხეთში ყოფნის პერიოდში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები