ქართველი მორაგბე უკრაინაში – როგორ ეხმარება უანგაროდ მეგობრებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას

ვიდეობლოგის სტუმარია ქართველი მორაგბე, კიევში სარაგბო კლუბ ეპოქა-პოლიტექნიკის მთავარი მწვრთნელი დიმიტრი ბასილაია. დიმიტრიმ ქართული რაგბის ისტორიაში თავისი სახელი გამოკვეთილად 2011 წელს ჩაწერა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ლელო დადო. 2012 წელს ედინბურგში გადავიდა და შოტლანდიურ კლუბში ორი წელი გაატარა. უკვე 3 წელია, რაც უკრაინაში მოღვაწეობს.

დიმიტრი ომის დაწყებისთანავე უკრაინელ ხალხს ჯერ დედაქალაქის დაცვაში ეხმარებოდა (პატრულირებას ახროციელებდა) შემდეგ კი, უამრავი ადამიანის უანგაროდ დაპურება აიღო თავის თავზე. ეხმარება ჰუმანიტარული ნივთებითაც და მედიკამენტებით. დიმიტრის კიევში რესტორანი აქვს, სადაც ყოველდღიურად საკვებს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. მათ შორის ქალაქის დამცველებს, ჯარისკაცებს, ბავშვებსა და მოხუცებს.

დიმიტრი ბასილაიას მორაგბეების ნახევარი ფრონტის ხაზზეა, ნაწილი კი მის გვერდით იბრძვის ხალხის დასახმარებლად.

,,ეს მხოლოდ უკრაინელების ომი არ არის, ამით ვეხმარებით ჩვენს თავსაც და ჩვენს სამშობლოსაც. ამ ყველაფერს მთელი გულით ვაკეთებ…“ – ამბობს ინტერვიუში ქართველი მორაგბე.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები