ანასტასია ლელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეთორმეტე კლასელი ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 95 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა (წელიწადში 76 000 აშშ დოლარი).

„ამ წარმატების მისაღწევად მან რთული და საინტერესო გზა გაიარა. ანასტასია სკოლაში შემოსვლის დღიდან გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მიზანდასახულობით, პუნქტუალურობით, პასუხისმგებლობით, შემოქმედებითი უნარებით, მაღალი აკადემიური მოსწრებით…

ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ სასკოლო აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად.  არის მრავალი კონკურსის, ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებული, სოციალური პროექტების ორგანიზატორი…“, – ნათქვამია ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები