,,ხალხის სიყვარული – ეს მთავარი ჯილდოა, რაც გამაჩნია“

ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი ლევან შენგელიაა. ის წლებია, უცხოეთში ქართული მუსიკისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება და საზოგადოებას ვირტუოზული შესრულებითა და იმპროვიზაციის საოცარი ნიჭით ხიბლავს.

თითქმის 30 წელია შტატებში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია და საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობით ხშირად იკვეთება მისი გზა საქართველოსთან (მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები ,,ჯადოსნური ღამე“, რომელიც ყოველწლიურად იმართება რეგიონებში). ლევან შენგელია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და Piano School of New York City-ში და Anselmo Academy of Music and the Arts-ში ასწავლის. არის ანსამბლ „საუნჯეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებასა და სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის უკავშირდება თუ არა ისინი საქართველოს, საუბრობს ინტერვიუში.

,,მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გიბიძგებს იცხოვრო მუსიკით, სიყვარულით შექმნა, გაუზიარო სხვებს არის ხალხის დამოკიდებულება, მათი სიყვარული ჩემი შემოქმედების მიმართ. ეს არის მთავარი ჯილდო, რაც გამაჩნია…“ – ამბობს ინტერვიუში ხელოვანი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები