კოჯრის პირველი საბავშვო სახლი

1926 წელს კოჯორში გაიხსნა პირველი საბავშვო სახლი. მისი აღსაზრდელები იყვნენ 1921-1924 წლების რეპრესიების შემდეგ უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები. მათ შორის, ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლები, რომელთაც მშობლები შორაპანში დაუხვრიტეს (ბაგრატიონი, აბაშიძე, წულუკიძე და სხვა).

მოგვიანებით, ამ კონტინგენტს დაემატნენ სვანეთიდან ჩამოსული ბავშვები. შეიქმნა აუცილებლობა – დაწყებითი სკოლა გადაკეთებულიყო 8 წლიან, მოგვიანებით კი საშუალო სკოლად…

საბავშვო სახლებს სტუმრობდნენ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ცნობილი პოეტები და მწერლები, პარტიული და საზოგადო მოღვაწეები.

საბჭოთა პრესა ფართოდ აშუქებდა მათ შეხვედრებს ბავშვებთან.

ხშირად  უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები თავად ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსაც მიჰყავდათ ბავშვთა სახლში.

ამის დასტურია ჩვენს მიერ, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში მოპოვებული ერთი ფოტოსურათი, რომელზედაც აღბეჭდილია დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც მან თავად ჩააბარა ბავშვთა სახლში (ე.წ. უდედმამო ბავშვთა თავშესაფარში).

წყარო: მწვანე სახლი კოჯორში – დოდო კაჭახიძის წიგნი – კურორტი კოჯორი

📷ფოტოზე – გალაკტიონ ტაბიძე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც მან თავად ჩააბარა საბავშვო სახლში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები