ფრიბურგის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” დაჯილდოვდა

შვეიცარიაში, ფრიბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” დაჯილდოვდა.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.ფილმს გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.მეოთხე ბრაიტონი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია.

ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ – ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები