ანიმაციურ ფილმს “მიტოვებული სოფელი” ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ
მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალ KABOOM-ის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ფილმის ჩვენება 2 აპრილს, 15:00 საათზე, ამსტერდამის კინომუზეუმში EYE გაიმართა. ასევე, 2 აპრილს, ფილმის პროდიუსერმა მარიამ კანდელაკმა Filmmakers Talk-ში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.
“მიტოვებული სოფელი” პირველად 2020 წელს, იაპონიაში,ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმს გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო,პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მიიღო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის სიმპათია, კანადაში კი, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „მიტოვებულ სოფელს“ გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის