ფრანგული საუნივერსიტეტო გამოცემა Le progrès-ის სტატია თსუ სტუდენტებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შესახებ ფრანგული საუნივერსიტეტო გამოცემა Le progrès წერს. ინფორმაციას ილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. სტატიაში „ქართველი სტუდენტები ჰყვებიან საკუთარი ქვეყნის შესახებ“ მოთხრობილია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ სტუდენტთა პირველი ნაკადის შესახებ, რომელიც ლიონის ინივერსიტეტს ეწვია.

უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან ბრონის საუნივერსიტეტო კამპუსში, სადაც სტაჟირებას გადიან. აღნიშნულია ქართველი ახალგაზრდების უზადო ფრანგული, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს როგორც სწავლის, ასევე ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ხაზგასმულია ქართველი სტუდენტების ენთუზიაზმი საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე საუბრის დროს.სტუდენტებმა საფრანგეთის კულტურის დედაქალაქად ცნობილ ქალაქ ვილერბანში გამართეს ქართული საღამო. მათ წარმოადგინეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემაზე შექმნილი პრეზენტაცია, ქართული მუსიკის, ცეკვისა და ვიდეო ფილმის თანხლებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი დიეგო კოლასი და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, საფრანგეთის მხრიდან, ბატონი ფრედერიკ ლამანტია, ასევე დამსწრეთა შორის იყვნენ ადგილობრივი სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. პრეზენტაცია მიეძღვნა ქართულ კულტურულ ტრადიციებს, ისტორიას, მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები