ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად-“სასმელი წყლის ფილტრები გაიგზავნა ქალაქებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის – დავით მრელაშვილის ინიციატივით ერთი მილიონი (0.5ლ) სასმელი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გაიგზავნა ამერიკიდან და უკრაინელებს პოლონეთში ჩააბარეს – ფილტრები უკვე გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენ –  იქ,  სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სურათში რომ წყლის ბოთლების საწყობს ხედავთ – ეგ მხოლოდ (შემდეგ სურათში რომ არის ის) ერთი ფილტრი რამდენსაც გაფილტრავს (4 ტონა) დაახლოებით ის რაოდენობაა. ასეთი ფილტრი ასზე მეტია ამ ყუთებში. ფილტრების გარდა რა არის  საჭირო რომ სასმელი წყალი მივიღოთ? – ნებისმიერი ბუნებაში არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი რაც ადგილობრივადაც უხვად გვაქვს (ყველა დიდ ქალაქში მდინარე ჩამოდის) – მათ ვინც ფიქრობთ რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები ან რაოდენობა ცოტა არარეალურად ჟღერს – ხელში რაც გიჭირავთ ახლა (დიდი ალბათობით ტელეფონი) დახედეთ, და გაიხსენეთ, რომ თქვენს ტელეფონში არსებული პროცესორი (“კომპიუტერი”) დაახლოებით მილიონჯერ უფრო მძლავრია და მეტი მეხსიერება აქვს ვიდრე ის კომპიუტერი რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ “აპოლო-11-ს” მართავდა და ადამიანი მთვარემდე ჩაიყვანა – ასეა ასე, ტექნოლოგია წინ მიქრის ყველა სფეროში, და საჭირო დროს ისეთ რამეებს შვრება რაც ჩვენსავე ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზე სასწაულად ითვლებოდა….

– ყველაზე საინტერესო რაც იყო – ერთადერთი პიროვნება ვინც რეალურად გამოჩნდა ყველაზე დროულად და გუშინვე გაფრინდა – ქართველი ქალბატონი ნიუ იორკიდან – ჩემთვის ძალიან ახლობელი მრავალი მიზეზის გამო, თუმცა პირადად ჯერ არ მყავდა გაცნობილი – ქალბატონი თამარ ტვილდიანი – დიდი მადლობა მას. მათ ვინც პარასკევ საღამოს (იდეის გაჩენის მომენტიდან) მირჩევდა რომ რას დააფრენ ამ ხალხს – ფოსტით გაგზავნეთო – ფოსტა დღეს დილით გაიხსნა ნიუ-იორკში, ამ დროს უკვე ფილტრები პოლონეთში იყო ჩასული….” წერს დავით მრელაშვილი
აღსანიშნავია, რომ ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში გაემგზავრა პოლონეთში  – დრონებით და პირველადი დახმარების კომპლექტით  და იქ უკრაინელების დასახმარებლად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები