ათენში თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება
10 აპრილს, ათენში, “ქართულ სახლში” ქართველი პოეტის – თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება, ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ათენის ქართული სახლის” დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე ავრცელებს : “მოდის და მოაქვს “ივერიის” ღრუბლის ქულებით ქართული სიტყვის სიალმასე და სილამაზე, საქართველოში გამოზრდილ ამორძალს, მკერდზე საქართველოს რუკა აქვს ამოკაწრული, ” მე რომ შემეძლოს საქართველოს გადავმალავდი” ან კიდევ “ხმალი ავლესოთ ქართველებო ” აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება “და უამრავი ცნობილი ლექსის პატრონი, კვლავ ფრთხილი ავაზასავით ზვერავს ისტორიის ნატერფალებს. ქართველმა ხალხმა სიმღერებად აიტაცა, მისი პოეზია”
პოეტი, მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი არაერთი ცნობილი ლექსის ავტორია- მის ლექსებზე შექმნილია უამრავი ქართული სიმღერა.