ქართველი და ისრაელელი ქორეოგრაფების კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

26 მარტს, ცეკვისა და თეატრის ექპერიმენტულმა პლატფორმამ -კირკე და ისრაელის საელჩომ საქართველოში კლუბში “ხიდი” ღონისძიებას უმასპინძლეს,ადაც ფილმის “იყავი წრეში” პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის საცეკვაო ქორეოგრაფია შთაგონებულია ქართული და ებრაული ანბანით. აღნიშნული ნამუშევარი წარმოადგენს ქართველი და ისრაელელი ქორეოგრაფების, მაკა კილაძისა და საარ ჰარარის კოლაბორაციას.
“ისრაელის საელჩო მოხარულია, რომ ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე განაგრძობს კულტურული პროექტების განხორციელებას და ნაყოფიერ თანამშრომლობას პლატფორმა Circe / კირკე -სთან”- აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები