ლესია უკრაინკა: “მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”..
ლესია უკრაინკა- Леся Українка (ლარისა კოსაჩი) ათი წლის იყო, როცა ძვლის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. ავადმყოფობის გამო მრავალი მძიმე დღე გამოიარა, თუმცა, პოეზიითა და ენების შესწავლით გართულმა, ბავშვობიდანვე შეისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული და სხვა ენები.
1895 წელს, კიევში მცხოვრებმა სტუდენტმა ნესტორ ღამბარაშვილმა შეასწავლა ქართული ანბანი, გააცნო ასევე “ვეფხისტყაოსანი”.
ლესია უკრაინკას ბიძასთან – პროფესორ მიხეილ დრაგომანოვთან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძე.
ლესია უკრაინკა საქართველოს პირველად (1871-1913) 1903 წელს ესტუმრა.
ლესია და მისი მეუღლე კლიმენტ კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს, ცნობილია, რომ კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში…
თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ მეუღლესთან ერთად გაატარა თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში.
თელავში უცხოვრიათ ჯერ სუსანა იარლოვას სახლში, შემდეგ ნიკო ამუნაშვილის ბინაში, ქუთაისში 1911 წელს ცხოვრობდა კაზაკოვის, ჯაიანის ქუჩებზე.
ქუთაისში ყოფნისას მასთან მეგობრობდა ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე სილოვან ხუნდაძე მეუღლესთან ერთად. აქედან იგი მძიმე ავადმყოფი წაიყვანეს სურამში.
სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად დაბინავდა ზინდისის გორაკზე აგებულ რკინიგზელ პაპავას პატარა სახლში. პოეტს უვლიდნენ დედა-ოლგა დრაგომანოვა (მწერალი ოლენა პჩილკა), დები – ოლგა და დორა. ოჯახის წევრებს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა სურამში მცხოვრები სოფიო ცუცქირიძე.
უკრაინელი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი- ლესია უკრაინკა 1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს), სურამში გარდაიცვალა.
დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.
📸 შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია