Financial Times-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ჟურნალისტი საქართველოს ეწვია.

სიმონ ჯეიმს ასბორნი ტურის მანძილზე თბილისს დაათვალიერებს და სვანეთს ეწვევა, სადაც სამთო კურორტებს, სვანეთის სოფლებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობა.

Financial Times-ში საქართველოს ტურისტული პოტენციალის  შესახებ სტატიის გამოქვეყნება  ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.

”მე სტატიას ვწერ საქართველოს შესახებ Financial Times-ის გამოცემისთვის. პირველი შთაბეჭდილება არაჩვეულებრივია საქართველოზე, მზე ანათებს და ლამაზი დღეა.

მთელი დღე თბილისში გავატარე, ვტკბები ლამაზი ხედებით და დავაგემოვნე არაჩვეულებრივი ქართული სამზარეულო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვიმყოფები“, – აცხადებს ჟურნალისტი სიმონ ჯეიმს ასბორნი.

სიმონ ჯეიმს ასბორნი მწერალი და მოგზაური ჟურნალისტია, რომელიც სტატიებს ამზადებს შემდეგი გამოცემებისთვის: Financial Times, Guardian, Vogue, GQ, Tatler, Buzzfeed და  ES Magazine.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები