“ბრანჩი დონასთან” – ქართველი ემიგრანტის ინიციატივა უკრაინელების დასახმარებლად

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის – დონა გიორგაძის ინიციატივით, ნიუ იორკში, 3 აპრილს, საქველმოქმედო საღამო “ბრანჩი დონასთან” გაიმართება, საღამოს – ბილეთების გაყიდვისას შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინელების დახმარების ფონდში, “შემოგვიერთდით, დააგემოვნეთ სახლში მომზადებული ქართული და უკრაინული კერძები და დაეხმარეთ უკრაინელ ჯარისკაცებსა და ლტოლვილებს” ღონისძიების ორგანიზატორები ეპატიჟებიან ყველას – დააგემოვნონ გემრიელი კერძები და დაეხმარონ მათ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანების თანადგომა.

“მახსოვს დრო, როდესაც ყველაზე უძლურად ვიგრძენი თავი ჩემს ცხოვრებაში – ეს 2008 წლის აგვისტოში იყო, რუსები ჩემს სამშობლოს ბომბავდნენ, შვილებს  საზაფხულო ბანაკში ვერ ვაკითხავდით – რადგან ბანაკს გვაშორებდა ქალაქი გორი, სადაც ურთულესი სიტუაცია იყო.. ვფიქრობდი ყოველ დღე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა უკრაინელებისთვის მე, ჩემთვის ხომ ასეთი ნაცნობია ეს ტკივილი..და აი მოვიფიქრე – გავაკეთებ “ბრანჩს დონასთან” ქართულ და უკრაინელ კერძებს მომხმარებლებისათვის, გავყიდით ბილეთებს და თანხას მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადავრიცხავთ”

დონა გიორგაძე თერთმეტი წელია აშშ-ში ცხოვრობს. ემიგრაციაში ახალი პროფესია იპოვა – უცხო ენების სპეციალისტი პერსონალური შეფი გახდა და ჰობი ახალ პროფესიად აქცია, ცოტა ხნის წინ,  დონას პირველი წიგნი გამოვიდა და უცხოელ მკითხველში პოპულარობაც მალევე მოიპოვა. “Around the Georgian Table” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტობიოგრაფიას, მემუარებს  და საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები