მეოთხე ადგილი ფიგურულ ციგურაობაში – საფინა – ბერულავას წყვილის საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

საფინა-ბერულავას წყვილმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი მოუტანა. ფიგურულ ციგურაობაში მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია. სპორტულ წყვილებში მოასპარეზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 124.38-ქულიანი შეფასება მიიღო და 14 ფინალისტს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა (ჩვენს წყვილს ასევე მეოთხე შედეგი ჰქონდა ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაშიც). საბოლოოდ, საქართველოს წარმომადგენლებს მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც (191.74) მეოთხე საფეხური ერგოთ.
“შედეგად, საფინა-ბერულავას წყვილის დამსახურებით ქართულმა ფიგურულმა ციგურაობამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ადგილი დაიკავა. დღემდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო მეათე ადგილი, რომელიც ქალთა ერთეულებში ელენე გედევანიშვილმა სამჯერ დაიკავა.” -ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები