ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დაასრულა

ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დაასრულა. ფიგურულ ციგურაობაში მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები გაითამაშეს ქალმა მოციგურავეებმა.
24 საუკეთესო მოციგურავეს შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში (62.59) დაკავებული მე-14 ადგილის შემდეგ, გაცილებით უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში – 134.02 ქულა დაიმსახურა და მეხუთე საფეხურზე გავიდა. ორივე პროგრამის ჯამში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალთა ერთეულებში მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგიც – გუბანოვამ 196.61 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები