,,წიგნობანას“ წარმატებული სტარტი- პროექტში მონაწილეობა უკვე ემიგრანტებსაც შეუძლიათ

მოზარდების ჯადოსნური მოგზაურობა ,,წიგნობანას“ სამყაროში 1 თებერვალს დაიწყო. შემეცნებით-გასართობი პროექტი კომპანია ,,ქოლგას“ მორიგი წარმატებული სოციალური წამოწყებაა, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ხორციელდება.

საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში წიგნიერების ამაღლებას. მონაწილეები იღრმავებენ შემეცნებით-ინტელექტუალურ ბაზას, იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებას სხვა თანატოლებსაც უზიარებენ. ,,წიგნობანა“ ქართველ ემიგრანტებსაც სთავაზობს პროექტში ჩართულობას. რეგისტრაცია უკვე დაიწყო. უფრო დაწვრილებით თუ რატომ არის სასარგებლო, სახალისო და საინტერესო აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, სტუმართან კომპანია ,,ქოლგას“ დამფუძნებელთან ანა ჩანგიანთან ერთად ,,მედიატორში“ ვსაუბრობთ.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ემიგრანტი ბავშვების ჩართულობა ამ პროექტში. მონაწილეობისთვის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები საჭირო არ არის, საინტერესო გამოცდილებას თავად ,,წიგნობანა“ ჰპირდება მათ” – ამბობს ინტერვიუში ანა.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები