თსუ-ის კიდევ ერთი სტუდენტი ევროპულ უნივერსიტეტში

ტუშას უნივერსიტეტის შემდეგ, რომის საპიენცას უნივერსიტეტი – თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ თინიკაშვილი, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიაში სასწავლებლად უკვე მეორედ იმყოფება. ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროექტით ერთი სემესტრი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარა.

საზღვარგარეთ სწავლის პარალელურად, მარიამი იტალიური ენის სწავლით არის დაკავებული, რადგან მიაჩნია, რომ ენის ცოდნა ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციას გაუმარტივებს, იტალიური წყაროებიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს და, ამასთან ერთად, დამატებით კიდევ ერთი ევროპული ენის ცოდნა მომავალში დასაქმების კუთხითაც დაეხმარება.

„მარიამი რომის საპიენცას უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართალს სწავლობს და იმედი აქვს, რომ ამ ცოდნას ერთ დღეს ქართულ რეალობაში აუცილებლად გამოიყენებს.

2015-2020 წლებში, ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 364 პროექტი დაფინანსდა ევროპის 29 ქვეყნის 141 უნივერსიტეტთან, ხოლო 2020-2022 წლებში კი ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, თსუ-ის 107 საპროექტო განაცხადი დაფინანსდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მსოფლიოს 56 ქვეყანაში“, – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები