მორის ყვითელაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ვაჟთა შორის მოკლე პროგრამაში გამოვიდა.

პირველი დღის შემდეგ იგი მეექვსე ადგილზეა და თავისუფალი პროგრამის კარგად დასრულების შემდეგ მედლისთვის ბრძოლა შეუძლია. მოკლე პროგრამაში მორისმა მსაჯებისგან 92.61 ქულა დაიმსახურა და ფინალში გადავიდა.

ვაჟთა შორის თავისუფალი პროგრამა 26 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო მოციგურავე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პირველები  ჩემპიონატზე  ქალები და  სპორტული  წყვილები გამოვიდნენ. ქართველმა სპორტულმა  წყვილმა  კარინა  საფინამ და ლუკა  ბერულავამ ღირსეულად, პრაქტიკულად უშეცდომოდ  იასპარეზეს  და 12  ქვეყნის  14 მონაწილეს  შორის 67,36  ქულით მეოთხე  ადგილზე  იმყოფებიან თავისუფალი პროგრამის  წინ, რაც  ნამდვილად მაღალი  შედეგია  ჩვენი დებიუტანტი  წყვილისთვის, რომლებიც  უფროსების კატეგორიაში  პირველად  ასპარეზობენ ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც მსოფლიო  ჩემპიონატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები