ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში ასპარეზობენ

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი  აიღო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა  ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც ქართველი სპორტსმენები  ყველა კატეგორიაში  ასპარეზობენ.

პირველები  ჩემპიონატზე  ქალები და  სპორტული  წყვილები გამოვიდნენ. ქართველმა სპორტულმა  წყვილმა  კარინა  საფინამ და ლუკა ბერულავამ ღირსეულად, პრაქტიკულად უშეცდომოდ  იასპარეზეს  და 12  ქვეყნის  14 მონაწილეს  შორის 67,36  ქულით მეოთხე  ადგილზე  იმყოფებიან თავისუფალი პროგრამის  წინ, რაც  ნამდვილად მაღალი  შედეგია  ჩვენი დებიუტანტი  წყვილისათვის, რომლებიც  უფროსების კატეგორიაში  პირველად  ასპარეზობენ ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც მსოფლიო  ჩემპიონატია. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძალიან დაძაბულად  და  საინტერესოდ  წარიმართა  ქალების  ტურნირიც. 27  ქვეყნის 33 მონაწილეს  შორის  ანასტასია  გუბანოვა მოკლე პროგრამის  შემდეგ  მე- 14 საშუალედო ადგილზეა  და 62,59  ქულით  რეალური  შანსები  აქვს   მსოფლიოს  საუკეთესო  ათეულში მოხვედრისა.

თავისუფალი პროგრამები  სპორტულ წყვილებში 24 მარტს,  ქალებში კი 25 მარტს  გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები