ვინ იასპარეზებს ანტალიის გრანდ-სლემზე

Georgian sport -ის ინფორმაციით, 1-3 აპრილს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს ძიუდოს გრანდ-სლემი აიღებს, სადაც გულშემატკივარს ქართველი სპორტსმენების ხილვის შესაძლებლობაც ექნება.

ჩვენს ქვეყანას 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ეყოლება, 73 კილოგრამ წონით კატეგორიას კი გიორგი ტერაშვილი დაემატა. ამ დრომდე აღნიშნულ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვყავდა.

ცვლილებაა ქალი სპორტსმენების განაცხადში – წინასწარ შემადგენლობას მარიამ ჭანტურია გამოაკლდა (70 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები