ვილნიუსის კინოთეატრებში სოსო ბლიაძის ფილმს “ოთარის სიკვდილი” აჩვენებენ

28 მარტს, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება ქართული ფილმის „ოთარის სიკვდილის“ ლიეტუვური პრემიერა. რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმის ლიეტუვური პრემიერა  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის „Kino pavasaris“-ის ფარგლებში შედგება. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 
ქართულ-ლიეტუვურ-გერმანული ერთობლივი ნამუშევარი არის კარლოვი-ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის “FEDEORA”-ს ჯილდოს მფლობელი, ასევე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს გამარჯვებული.ლიეტუვური პრემიერა შედგება ფილმის შემქმნელების ლიეტუვის შემოქმედებითი ჯგუფის “M-FILMS” ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. 1 აპრილიდან ფილმი გავა ქალაქების ვილნიუსის, კაუნასისა და პანევეჟისის კინოთეატრებში, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი უკრაინაში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები