კონსერვატორიაში ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორის ლექციები გაიმართება

28 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კონსერვატორიას ERASMUS+ მობილობის ფარგლებში ეწვევა ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი რუტა სტანევიჩიუტე.რუტა სტანევიჩიუტე გახლავთ მუსიკოლოგი, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. ვიზიტის განმავლობაში, 29 – 30 მარტს, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციებს თემებზე:Twentieth-and Twenty-First-Century Music Towards a History of Global Music”; “Lithuanian Music Since the 1990-s: From a Post-Soviet State to a Regime of Presentism”. ლექციები ჩატარდება 421-ე აუდიტორიაში (ორივე დღეს), დასაწყისი – 15.00 საათზე.რუტა სტანევიჩიუტე ასევე შეხვდება და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებს თსკ-ის აკადემიური პერსონალთან.
“აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ პარტნიორ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან კოორდინირებით დაგეგმილი 20-ზე მეტი საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მობილობის ნაწილს და თანადაფინანსებულია ევროკომისიის ERASMUS+ პროგრამის მიერ” – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები