,,თითქოს ამით მისიას ვასრულებ და ადამიანებს ვაახლოებ მუსიკასთან“- ქართველი ხელოვანი გერმანიის პატარა ქალაქიდან

ვიდეობლოგის სტუმარი მუსიკოსი თეონა ხაზალაშვილია. ის მიუნხენთან ახლოს, პატარა ქალაქ პფაფენჰოფენში (Pfaffenhofen) ცხოვრობს. საქართველოში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. 2008 წლიდან კი, ოცნება აიხდინა და ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში გაემგზავრა. სწავლა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში მუსიკათმცოდნეობაზე განაგრძო და დოცენტიც გახდა.

მისი შემოქმედებითი ცხოვრება მრავალმხრივია. გერმანიაში ჩამოყალიბებული ქართული კვარტეტის ,,ჰარმონიას“ წევრია. ანსამბლს ერთხელ უკვე ჰქონდა წარმატებული სოლო კონცერტი მიუნხენის ფილარმონიაში. შორენა დღეს პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა გერმანულ მუსიკალურ სკოლაში და ფორტეპიანოს ასწავლის. პარალელურად კი, შეისწავლა მაგიდის არფა და მოსწავლეებს ამ მიმართულებითაც იღებს (არფას საერო სკოლაშიც ასწავლის). მისი მოსწავლეების ასაკი შეუზღუდავია. თეონას ახალი ჰობიც აქვს, ცოტა ხნის წინ სამკაულების დამზადება ჯერ ეპოქსიდში, მოგვიანებით კი მინანქარში შეისწავლა და ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები