ზვიად კვარაცხელიას “ფორმა 100” ინგლისურ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის BookLand Press მიერ გამოიცა ზვიად კვარაცხელიას ,,ფორმა 100”. მთარგმნელი: მერი ჩაილდსი. ფორმა N100“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის გამარჯვებულია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.
წიგნის შესახებ: ჟანრულად „ფორმა N100“ დეტექტიური რომანია, თუმცა ავტორის სტილის გათვალისწინებით, რომანში, რომელსაც თვითმკვლელობის ტრაგიკული და მრავალშრიანი ამბავი უდევს საფუძვლად, პერსონაჟებისა და მოვლენის ბედისწერაც ეპოქალურ ჭრილში განიხილება.რომანის მთავარი გმირი – ზაზა ზანდუკელი მწერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც უმუშევარია. ერთ დღესაც მას ერთ-ერთი კინოსტუდიიდან დაურეკავენ და სცენარის დაწერას შესთავაზებენ. ზაზას ამით საშუალება მიეცემა დაწეროს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილი – ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბავი, რაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კინოსცენარის ფაბულა, არამედ მთელი საზოგადოების, „დანაღმული თაობის“, პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ადამიანების ერთგვარი ფორმა N100-ია, რომელიც დაუნდობელი სიცხადით წარმოაჩენს დაავადებული ყოფიერების, სულიერების და ადამიანური ბედისწერის სურათს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები