ჟაუტიკოვის მე-18 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 10 მედალი მოიპოვეს

სკოლა-პანსიონი კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმათიში, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე წელსაც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ტურნირის ფარგლებში არის, როგორც გუნდური, ასევე  ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-18 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 21 ქვეყნის 146 გუნდი იღებდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 1200 მოსწავლე. კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 10 მედალი მოიპოვეს.

“სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 1, ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს.

სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში“, – ნათქვამია სკოლა-პანსიონ კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუნდის შემადგენლობა:

გუნდის ლიდერი: გიორგი არაბიძე

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: დავით მემარნიშვილი, გიორგი კეკენაძე, თორნიკე ბერია, ირაკლი უგულავა, ანდრია მანჯავიძე, გიორგი ნადარეიშვილი, ქეთევან ციმაკურიძე

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები ასეთი გახლავთ:

დავით მემარნიშვილი- მათემატიკა, ოქროს მედალი;

ლუკა წულაია- მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი;

ნიკოლაი მალცევი- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;

ირაკლი უგულავა- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;

დაჩი ჭოტაშვილი- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;

ანდრია მანჯავიძე- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;

გიორგი ნადარეიშვილი- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;

ნიკა თამლიანი- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;

ქეთევან ციმაკურიძე- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;

ლუკა მოსიაშვილი- ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები