,,აქ არის ჩვენი მეორე სამშობლო“ – ზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც კიევში ხალხს ქართული პურით და ღვეზელებით უსასყიდლოდ უმასპინძლდება

ნათია ჯიქია 13 წელია, ოჯახთან ერთად უკრაინაში, კიევში ცხოვრობს. მას მეტრო ობოლონის ტერიტორიაზე ქართული საცხობი “მადლიანი პური” აქვს. ის 11 წლის წინ გახსნა და კიევში დღეს ამ ადგილს ბევრი იცნობს. ომის დაწყების შემდეგ ნათია თანამშრომლებთან ერთად, ყოველ დღე პურს და ღვეზელებს აცხობს და მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ გასცემს.

,,ომის დაწყების შემდეგ, ერთი კვირა მიმოფანტულები ვიყავით. როგორც კი აზრზე მოსვლა შევძელით, მაშინვე ვიფიქრეთ ხალხის დასახმარებლად რაღაც უნდა გაგვეკეთებინა… საჭირო პროდუქტების გარკვეული მარაგი გვქონდა, თანამშრომლებს დავუკავშირდი და ყველამ ერთად შევძელით მობილიზება. რომ არა მათი გვერდში დგომა, არაფერი გამოვიდოდა. ვცდილობთ ყველას მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია, მათ შორის, ტერიტორიული დაცვის ბიჭებს, რომლებიც კიევის გარშემო არიან გადანაწილებულები, საავადმყოფოს, ბავშვთა სახლს… ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ არ დასრულდება ყველაფერი და არ გავიმარჯვებთ.

აქ არის ჩვენი მეორე სამშობლო. ჩემი შვილისთვის ეს განსაკუთრებული ქვეყანაა, როგორც საქართველო უყვარს ასევეა შეყვარებული უკრაინაზეც. არცერთი დღე, უკრაინიდან წამოსვლაზე არ გვიფიქრია, ადგილზე ვრჩებით ბოლომდე” – ამბობს  ნათია ინტერვიუში. ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები