ჟან პიქტეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს ჟან პიქტეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონკურსში (Jean-Pictet Competition). შეჯიბრში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები ნინო საყვარელიძე, სალომე გომართელი და ლაშა მაჭავარიანი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი კონკურსის პირველ ეტაპზე შეხვდა შემდეგ გუნდებს: Chulalongkorn University Bangkok (ტაილანდი), US Airforce Academy (აშშ), Tecnologico de Monterrey მექსიკა), Reichman University (ისრაელი), Universidad San Francisco de Quito (ეკვადორი). ნახევარფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ეთამაშა University of Buenos Aires-ს (არგენტინა), The Hebrew University of Jerusalem-ს (ისრაელი), US Airforce Academy-ს (აშშ). ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თავისუფალი უნივერსიტეტისა და US Airforce Academy-ის გუნდები.ჟან პიქტეს კონკურსი ჰუმანიტარული სამართლის ყველაზე მასშტაბური კონკურსია. წელს შეჯიბრი ჩატარდა მექსიკაში და მასში მონაწილეობდა 16 გუნდი სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები