თბილისში კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია გაიმართება

11-12 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია.რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს წარმომადგენელი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წარმომადგენლებიც.
კონფერენცია, ძირითადად, პანელ-დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება სფეროსთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები