საქველმოქმედო საღამო ნიუ-იორკში, რომელიც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიეძღვნა

ნიუ-იორკში, რესტორან “X Factory-ში“ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მწერლის, ნიკოლოზ ნოელის (წეველიძის) წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება უკრაინაში გამოწვეული საბრძოლო ვითარების ფონზე, შეცვლილი ფორმატით ჩატარდა, საქველმოქმედო ხასიათი შეიძინა და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიეძღვნა.

რომანის „არაჩვეულებრივი აპათიის“ პრეზენტაციასთან ერთად, ნიკოლოზის უკრაინის თემაზე შექნილი ნახატების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე შემოსული თანხა უკვე გადაირიცხა ომში დაზარალებულების დასახმარებლად.

,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვანაირად არც განიხილებოდა, ღონისძიება უნდა ყოფილიყო საქველმოქმედო და ჩვენ უნდა დავმდგარიყავით ჩვენი მოძმე ერის გვერდით. საღამო ემოციური გამოვიდა,  სხვანაირად ვერც იქნებოდა…“

ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები