გიორგი ბუნდოვანი – ცისფერი ყანწების ორდენის ღერბი

გიორგი ბუნდოვანი: “აფხაზეთის პირველ ომამდე მალხაზ ვაჩეიშვილმა (რომელიც შემდგომში გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში) თავის მეგობარ პოეტებთან ერთად, კოლაუ ნადირაძეს, როგორც ცისფერყანწელთა უკანასკნელ მოჰიკანს, განბანეს ფერხი და ამ საკრალური ცერემონიის შესრულების შემდგომ, კოლაუმ ამ ახალგაზრდა პოეტებს გადასცა ცისფერყანწელთა ორდენის ბეჭედი და სტატუსი. ვაჩემ გადაიბარა და აღადგინა ცისფერი ყანწების ორდენი! შექმნა ცისფერი ყანწების ორდენის ახალი ღერბი. დადიოდნენ მთელს საქართველოში და თამადობით – ლექსად ავრცელებდნენ თავიანთ პოეზიას! რადგანაც მალხაზ ვაჩეიშვილი მალევე დაიღუპა აფხაზეთის ომში, შემდგომი ბედი ახლადაღდგენილი ცისფერყანწელებისა, უცნობია…!

ფოტოზე აღბეჭდილია მალხაზ ვაჩეიშვილის ხელით ჩახატული (ჩემს პირად ბლოკნოტში), მათი ორდენის ღერბის ესკიზი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები