ყოველთვის ვიყავი ,,ჩხირკედელა“ და დღემდე სულ ძიების პროცესში ვარ

ვიდეობლოგის ,,ემიგრანტული ამბები” სტუმარი თურქეთიდან ნინო წულაია. ის 20 წელია სტამბოლში ცხოვრობს. პროფესიით ჟურნალისტია და გარკვეული პერიოდი მუშაობდა კიდეც ქართულ მედიასივრცეში, თუმცა წლებია დიასახლისია.

საყვარელი საქმე ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. ჰობმა ცხოვრების რთული პერიოდებიც გადაატანინა… ნინოს შექმნილი სანათები და სხვა სილამაზეები, რომელსაც საკუთარი დიზაინით ქმნის, სტამბოლში პოპულარობით სარგებლობს და თავის ერთგული მყიდველიც ჰყავს.

,,ბავშვობიდან ,,ჩხირკედელა“ ვიყავი, სულ ძიების პროცესში, მიყვარდა სიახლეები და ახლაც ასე ვარ. ერთ საქმეს დიდხანს ვერ ვაკეთებ. მომბეზრდება ახალს ვიგონებ… ინსპირაციის წყაროც მუდმივად იცვლება. თავიდან არასდროს ვიცი რას გავაკეთებ, მუშაობის დროს ჩნდება იდეები,“- ამბობს ინტერვიუში ნინო.

ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები