საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში, სასტუმრო „იბისში“ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სასტუმრო „იბისში“ უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. ამ ეტაპზე, სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.
ააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები