საგრანტო პროგრამისთვის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ განაცხადების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ – ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შეტანის ვადა 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით,  განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად და კვლავ გაგრძელდება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები