“დავქორწინდები ისეთ ჭკვიან ქალზე, რომელიც ამ წმინდა საქმეს კი არ ჩამომაშორებს, პირიქით, უფრო მეტად მიმაჯაჭვავს”
3 თებერვალი,1863 წელი, ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღას:
“უკანასკნელის წინა წერილში გაინტერესებდა ჩემი ჟურნალის წარმატების ამბავი. ჩემი ჟურნალი არც ისე სულელური იქნება, თუკი ღრმად პატივცემული საზოგადოება ყურადღებას მიაპყრობს იმას, რაც წაკითხვის ღირსია. გამოცემისთვის სახსრები საკმარისია – 5. 290 მანეთი. თუ ჩვენ (მე და ჩემი ამხანაგები) კეთილსინდისიერად ვიშრომებთ, მაშინ მომავალ წელს ხელმოწერა შეიძლება გაიზარდოს 10. 000 მანეთამდე. მაგრამ აი, რას გეტყვი: იმათ საიდანღაც გაუგიათ, რომ ამ წელს ჯვარს ვიწერ და სასოწარკვეთილნი არიან, ჰგონიათ, დავქორწინდები თუ არა, ჟურნალს მივატოვებ. მე ისინი გადავარწმუნე და დავამშვიდე. ვუთხარი, იქნებ მართლაც დავქორწინდე–მეთქი, მაგრამ დავქორწინდები ისეთ ჭკვიან ქალზე, რომელიც ამ წმინდა საქმეს კი არ ჩამომაშორებს, პირიქით, უფრო მეტად მიმაჯაჭვავს და ძალასა და ენერგიასაც შემმატებს–მეთქი და ა.შ. რა? განა შევცდი, ასე რომ ვთქვი შენზე, ოლიკო? არა, ჩემს ოლიკოში მე არ შევცდები…”
წყარო: ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი