4 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო ორ დღეში ხუთჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დღეები სწორედ საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ უმთავრეს კონკურენტს, მეორე ადგილზე გასულ თურქეთის ნაკრებს 27 ქულით გაუსწრო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაო – გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).